logo
ENG



გახარია არ პასუხობს კითხვას, შეუქმნის თუ არა კოალიციას "ქართულ ოცნებას"

31 მაი 202119:49
3 წუთის საკითხავი
 
გახარია არ პასუხობს კითხვას, შეუქმნის თუ არა კოალიციას "ქართულ ოცნებას"

გიორგი გახარია არ აკონკრეტებს, შეუქმნის თუ არა საჭიროების შემთხვევაში მოქმედ მმართველ პარტიას კოალიციას. 

ფორმულას ჟურნალისტ ნინო ჟიჟილაშვილის კითხვას ის შემდეგნაირად პასუხობს:

„კოალიციას ვინ ვის შეუქმნის, ამომრჩევლის გადასაწყვეტია, რაც არის პირველი რიგის მნიშვნელობის საკითხი. ყველაფერი შემდგომ დამოკიდებულია პოლიტიკურ კონიუქტურაზე. ეს რეალური პოლიტიკაა - ეს არ არის სუბიექტური გემოვნებების საკითხი. კოალიციას ვინმეს შევუქმნით ან ვინმე შეგვიქმნის, მე ამაზე პასუხი გავცე, იქნებოდა უპასუხიმგებლო", - ამბობს გახარია.

გიორგი გახარიას თქმითვე, გუნდიდან წამოსვლის მიუხედავად, ფასეულობები არ შეუცვლია და არც თანამდებობაზე ყოფნის დროს მიღებული გადაწყვეტილებების გადახედვას გეგმავს.

„მე შეფასებები და ფასეულობები, მიუხედავად იმისა, რომ გუნდიდან წამოვედი, არ შემიცვლია. დღევანდელი პოზიციონრების გამო იმ გადაწყვეტილებების, რომელიც მაშინ იყო მიღებული, რევიზიას არ მოვახდენ. მე ვამბობ, რომ ჩვენი დამოკიდებულება იქნება კრიტიკული, მწვავე კი არა, უაღრესად კრიტიკული. მიუხედავად იმისა, რომ მესმის, ბევრ ადამიანს უნდა მოსმენა ჩემი სიტყვების, შეფასებების, ქების ან ლანძღვის, მე ამას არ გავაკეთებ", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

გიორგი გახარიამ თანამდებობა და ქართული ოცნება 2021 წლის 18 თებერვალს დატოვა - მან მიზეზად ნიკა მელიას დაკავების საკითხზე გუნდსა და მას შორის აზრთა სხვადასხვაობა დაასახელა.

გიორგი გახარიამ პრემიერმინისტრის პოსტის დატოვებიდან მალევე პოლიტიკაში დაბრუნება დააანონსა


close დახურვა